General

შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში

ტურის დასახელება: ჯიპ ტური სვანეთში
მარშრუტი: თბილისი – ზუგდიდი – მესტია – უშგული – თბილისი
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი
კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა)
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე
მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);

ტურის დეტალური აღწერა

ჯიპ ტური სვანეთში – 1 დღე:

თბილისი – ზუგდიდი – ენგურის წყალსაცავი – მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სასახლე ზუგდიდში, ენგურის კაშხალი, მესტია
06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით
13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში (სურვილის მიხედვით, ფასში არ შედის)
19:00 ასვლა მესტიაში. დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. ვახშამი ღამისთევა

ჯიპ ტური სვანეთში – 2 დღე:

მეორე დღე: მესტია – ჰაწვალი – მჟავე წყლები – ლენჯერი – ლატალი
მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა), სოფელი ლენჯერი, სოფელი ლატალი
07:00 საუზმე სასტუმროში
09:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი
13:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ “უშბას” ულამაზესი პანორამული ხედები. სადილი სურვილისამებრ, მინერალური წყლების დაგემოვნება.
16:00 სოფელი ლენჯერი – ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება
18:00 სოფელი ლატალი – ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში

ჯიპ ტური სვანეთში – 3 დღე:

მესტია – უშგული – მესტია
მესამე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი, სოფელი კალა
08:00 საუზმე სასტუმროში
09:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გავჩერდებით მჟავე წყლებთან
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 50 ლარად). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება. სადილი საველე პირობებში (ლანჩი) სურვილისამებრ.
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს – ის მხატვრობა).
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.

ჯიპ ტური სვანეთში – 4 დღე:

მეოთხე დღე: მესტია – ზუგდიდი – მარტვილი – თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტია, მარტვილის კანიონები
08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

გასვლა: თვქენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
ფასი: 370 ლარი – სრული პაკეტი
ფასი: 340 ლარი – მუზეუმების გარეშე
ფასი: 310 ლარი – მუზეუმების და კვების გარეშე
ფასი: 160 ლარი – მხოლოდ ტრანსპორტი და გიდის მომსახურება

სრული პაკეტის ღირებულებაში შედის:

  • ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4
  • ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა
  • ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე
  • ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა)
  • მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
  • ნავების გადასახადი მარტვილში
  • ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი

ღირებულებაში არ შედის:

  • ალკოჰოლური სასმელები

 

Available departures

ჯავშნისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Viber/WhatsApp +995 551 19 19 20

ინტერ ჯორჯია თრეველი გთავაზობთ დაუვიწყარ ჯიპ ტურს სვანეთში. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად საქართველოში და უკეთ გაეცანით ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: ზაფხულის სეზონი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. ზამთრის სეზონი: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ჯიპის გარდა ზოგჯერ სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - მესტია - უშგული - თბილისი 1080 კმ.

საჭირო ეკიპირება:

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !

Unfortunately, no places are available on this tour at the moment

Mestia

Far far away, behind the word mountains, far from the countries Vokalia and Consonantia, there live the blind texts. Separated they live in Bookmarksgrove right at the coast of the Semantics, a large language ocean. A small river named Duden flows by their place and supplies it with the necessary regelialia. It is a paradisematic Read more

Svaneti

Far far away, behind the word mountains, far from the countries Vokalia and Consonantia, there live the blind texts. Separated they live in Bookmarksgrove right at the coast of the Semantics, a large language ocean. A small river named Duden flows by their place and supplies it with the necessary regelialia. It is a paradisematic Read more

We are sorry, there are no reviews yet for this tour.