General

ალპინისტური ტური მყინვარწვერზე

ტურის დასახელება: მყინვარწვერზე ასვლა;

თბილისი – სტეფანწმინდა – მეტეოსადგური – მწვერვალი – მეტეოსადგური – სტეფანწმინდა – თბილისი

ტურის სახეობა: ალპინისტური;

საცხოვრებელი: გესთჰაუსი, კარავი, მეტეოსადგური;

კვება: სამჯერადი;

ტურის ხანგრძლივობა: 6 დღე / 5 ღამე;

ფეხით სავალი მარშრუტის სიგრძე: სტეფანწმინდა – მეტეოსადგური (17 კმ), მეტეოსადგური – მწვერვალი (7 კმ);

შეხვედრის ადგილი: შეთანხმებით;

ტურის დეტალური აღწერა

მყინვარწვერზე ასვლა – პირველი დღე:

თბილისი – ანანური – ფასანაური – გუდაური – სტეფანწმინდა

09:00 გამგზავრება სტეფანწმინდის მიმართულებით;

11:00 ანანურის სამონასტრო კომპლექსი;

13:00 გუდაური;

15:00 სტეფანწმინდა – დარიალის ხეობა;

17:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. თავისუფალი დრო;

მყინვარწვერზე ასვლა – მეორე დღე:

სტეფანწმინდა – გერგეთი – მეტეოსადგური

06:00 გამგზავრება მეტეოსადგურის მიმართულებით. საჭმლის და კარვების მეტეოსადგურამდე ასატანად ვქირაობთ ცხენს რომლის საფასურიც ღირებულებაში შესულია. საკუთარი ბარგის წასაღებად სურვილის შემთხვევაში გვიწევს სხვა ცხენის ქირაობა, რომლის საფასურს იხდის კონკრეტულად ის ტურისტი ვისი სურვილითაც მოხდება დამატებითი ცხენის დაქირავება;

სტეფანწმინდიდან გერგეთამდე ავყავართ ჯიპებს 4X4;

15:00 – 16:00 მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

მყინვარწვერზე ასვლა – მესამე დღე:

აკლიმატიზაცია

მესამე დღე არის მოსამზადებელი პერიოდი მწვერვალზე ასასვლელად. ამ დღეს სრულად ვიყენებთ აკლიმატიზაციისთვის და ვეჩვევით სიმაღლეს. მეტეოსადგურიდან (3657 მ) ავდივართ 4200 მეტრზე, სადაც გარკვეულ ხანს ვჩერდებით და ისევ ვბრუნდებით მეტეოსადგურზე;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

მყინვარწვერზე ასვლა – მეოთხე დღე:

მწვერვალზე ასვლას ვიწყებთ დილის 04:00 საათზე. პროფესიონალი გიდის მითითებით და სპეციალური აღწურვილობის დახმარებით რამოდენიმე საათიანი მსვლელობის შემდეგ ავდივართ მწვერვალის უმაღლეს წერტილამდე (5047 მ). სადაც გარკვეულ ხანს ვჩერდებით და ისევ ვბრუნდებით მეტეოსადგურზე;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

მყინვარწვერზე ასვლა – მეხუთე დღე:

სათადარიგო დღე

მეხუთე დღეს სათადარიგო დღე ჰქვია, რომელსაც ვიყენებთ იმ შემთხვევაში თუ წინა დღეს უამინდობაა. ასევე, თუ ტურისტმა გარკვეული მიზეზის გამო ვერ შეძლო მეოთხე დღეს მყინვარწვერზე ასვლა, შეუძლია ამ დღეს სცადოს ბედი;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

მყინვარწვერზე ასვლა – მეექვსე დღე:

მეტეოსადგური – სტეფანწმინდა – თბილისი

დაშვება სტეფანწმინდისკენ;

გერგეთის სამება

დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით;

გასვლა: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს

ტურის ღირებულება: 1300 ლარი (ფასი მოქმედებს მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში)

ფასში შედის:

ტრანსფერი: თბილისი – სტეფანწმინდა – თბილისი 4X4;

ტრანსფერი: სტეფანწმინდა – გერგეთის სამება 4X4 (ცალი გზა);

ღამისთევა სტეფანწმინდაში საოჯახო ტიპის სასტუმროში;

ღამისთევა მეტეოსადგურზე ან კარვებში;

ინგლისურად და რუსულად მოსაუბრე პროფესიონალი გამყოლი გიდი;

სამჯერადი კვება;

ცხენი საჭმლის და კარვების მეტეოსადგურამდე ასაზიდად;

ფასში არ შედის:

ტრანსფერი: გერგეთის სამება – სტეფანწმინდა (დაბრუნებისას). მოთხოვნის შემთხვევაში – 80 ლარი;

ცხენი, საკუთარი ბარგის სატარებლად. მოთხოვნის შემთხვევაში – 350 ლარი;

წრიაპები – დღიური ფასი – 30 ლარი;

ქამარი – დღიური ფასი – 30 ლარი;

წერაყინი – დღიური ფასი – 30 ლარი;

თოკი – დღიური ფასი – 60 ლარი. 5 კაციან ჯგუფზე საკმარისია ერთი თოკი;

Available departures

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის;
  • მყინვარწვერზე ალპინისტურ ტურში მონაწილის მინიმალური ასაკი უნდა შეადგენდეს 18 წელს (16 წლის ასაკის მოზარდი ტურში დაიშვება იმ შემთხვევაში თუ იგი ამ სპორტითაა დაკავებული);
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა გამოცდილი ტურისტები ზამთარშიც ადიან მყინვარწვერზე;

საჭირო ეკიპირება

  • თერმო შარვალი და მაისური;
  • წინდები;
  • ქუდი;
  • ხელთათმანი (ხუთთითა (gloves), ორთითა (mitts);
  • პოლარტეკის (ფულეს მატერია) სვიტრი;
  • GORE-TEX - ის ქურთუკი და შარვალი;
  • GORE-TEX - ის სამთო ფეხსაცმელი, ან მინიმუმ ტრეკინგის ფეხსაცმელი;
  • GORE-TEX - ის სათვალე ულტრაიისფერის სხივებისგან დამცავი ფენით;

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ

Unfortunately, no places are available on this tour at the moment

We are sorry, there are no reviews yet for this tour.