General

შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში

ტურის დასახელება: მოგზაურობა სვანეთში

მარშრუტი: თბილისი – ზუგდიდი – მესტია – თბილისი;

ტურის სახეობა: სათხილამურო, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური;

სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica;

კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა);

განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;

ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;

მანძილი: ერთი მიმართულებით 550 კმ.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);

ტურის დეტალური აღწერა

მოგზაურობა სვანეთში – პირველი დღე:

თბილისი – ზუგდიდი – ენგურის წყალსაცავი – მესტია;

პირველ დღეს ვნახავთ: ენგურის კაშხალი, მესტია;

06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;

12:00 სადილი ზუგდიდის რესტორანში (ღირებულებაში არ შედის);

16:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. საახალწლო ვახშამი. ღამისთევა;

მოგზაურობა სვანეთში – მეორე დღე. ახალი წელი:

მესტია – ჰაწვალი – მესტია;

მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა);

09:00 საუზმე სასტუმროში;

10:00 მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი;

10:30 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ “უშბას” ულამაზესი პანორამული ხედები;

11:00 – 17:00 თავისუფალი დრო სასრიალოდ;

18:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

მოგზაურობა სვანეთში – მესამე დღე:

მესტია – ჰაწვალი – მესტია;

მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა);

09:00 საუზმე სასტუმროში;

10:30 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ “უშბას” ულამაზესი პანორამული ხედები;

11:00 – 17:00 თავისუფალი დრო სასრიალოდ;

18:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

მოგზაურობა სვანეთში – მეოთხე დღე:

მესტია – ზუგდიდი – თბილისი;

მეოთხე დღეს ვნახავთ: მესტია.

08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;

17:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით;

გასვლა: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს;

ფასი: 420 ლარი

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;

ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე;

ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

საახალწლო ვახშამი;

ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთები 2 დღის განმავლობაში;

მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

Available departures

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოთახებში განლაგება ხდება სამ და ოთხ ადგილიან ნომრებში. ერთადგილიანი ოთახის მოთხოვნის შემთხვევაში ტურისტი იხდის ორი კაცის საფასურს. რაც შეეხება ორადგილიან ნომრებს - გამონაკლის შემთხვევაში ცოლ-ქმრისთვის არის შესაძლებელი.
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - სვანეთი - თბილისი 1100 კმ.

საჭირო ეკიპირება

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ

Unfortunately, no places are available on this tour at the moment

We are sorry, there are no reviews yet for this tour.