General

შენი საუკეთესო მეგზური თუშეთში

ტურის დასახელება: მოგზაურობა თუშეთში

მარშრუტი: თბილისი – ალვანი – ომალო – შენაქო – დიკლო – დართლო – ფარსმა – დოჭუ – თელავი – თბილისი;

ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;

სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4

კვება: სამჯერადი (გზის კვების გარდა);

განთავსება: საოჯახო სასტუმრო “კამსური” ან კარვები;

ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;

მანძილი: ერთი მიმართულებით 280 კმ.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);

ტურის დეტალური აღწერა

მოგზაურობა თუშეთში – პირველი დღე:

თბილისი – ქვემო ალვანი – ფშაველები – აბანოს უღელტეხილი – ომალო – შენაქო – დიკლო – ომალო

პირველ დღეს ვნახავთ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.

07:00 გასვლა თბილისიდან თუშეთს მიმართულებით;

12:00 – 13:00 სადილი აბანოს უღელტეხილზე;

15:00 – ომალო. დაბინავება სასტუმროში (ერთი საათით შესვენება).

17:00 გაღმა თუშეთი – სოფელი შენაქო;

18:00 მცირე საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით;

20:00 დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.

ფეხით სავალი მონაკვეთები: დიკლოში 800 მეტრი.

მოგზაურობა თუშეთში – მეორე დღე:

ომალო – დართლო – კვავლო – ფარსმა – გირევი – ჰეღო

მეორე დღეს ნახავთ სოფლებს: ძველი ომალო, კესელოს ციხეები, დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.

09:00 საუზმე სასტუმროში;

10:00 ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი;

11:00 გამგზავრება პირიქითა თუშეთში;

12:00 – 18:00 დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.

13:00 სადილი დართლოში.

20:00 დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.

ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 1 კილომეტრი.

მოგზაურობა თუშეთში – მესამე დღე:

ომალო – დოჭუ – ჯვარბოსელი – ილიურთა – ომალო – თელავი – თბილისი

მესამე დღეს ნახავთ სოფლებს: დოჭუ, ჯვარბოსელი, ილიურთა (სამივე სოფელი მდრებარეობს ულამაზეს გომეწრის ხეობაში).

08:00 საუზმე სასტუმროში;

09:00 გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ.

11:00 – 15:00 ჯვარბოსელა, დოჭუ, ილიურთა;

15:00 სადილი ომალოში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;

21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

გასვლა: 17 ივლისი; 31 ივლისი; 14 აგვისტო; 28 აგვისტო;

ფასი: 230 ლარი (კარვების შემთხვევაში); 280 ლარი (სასტუმროს შემთხვევაში);

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;

ღამისთევა კარავში ან საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;

კარვის სრული აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი);

სამჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

Available departures

დამატებითი ინფორმაცია

  • ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით თუშეთში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - თუშეთი - თბილისი 700 კმ.

საჭირო ეკიპირება

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ

Unfortunately, no places are available on this tour at the moment

We are sorry, there are no reviews yet for this tour.